Tripplanner.ge არის ახალი გვერდი მოგზაურობის მოყვრულთათვის, რომელიც ტურისტს დაეხმარება მაქსიმალურად დამოუკიდებლდ მიიღოს მისთვის საინტერესო ფართო მოცულობის ინფორმაცია ქართული ტურების, ღირსშესანიშნაობებისა და სეზონური შეთავაზებების შესახებ, მხოლოდ ონლაინ სივრცის გამოყენებით.
Tripplanner -ის მთავარი პროდუქტი არის ,,დაგეგმე ტური“-ს ოფცია.
ეს არის გამართული სისტემა, რომელიც მომხმარებლისათვის აკეთებს სრულ კალკულაციას და აძლევს ინფორმაციას მარშრუტების, კილომეტრების, სანახაობებისა და ტურისტების ჯგუფის რიცხობრიობის, გიდებისა და სხვა დამატებითი მომსახურეობის, აგრეთვე საოცნებო ადგილის მოსანახულებლად საჭირო სრული ღირებულების შესახებ.
Tripplanner.ge არის ახალგაზრდა, ენერგიული სტუდენტების მიერ დაწყებული პროექტი.
უნივერსიტეტში მეწარმეობის ლექციაზე სტუდენტებმა მიიღეს დავალება წამოეწყოთ რამე ტიპის სამეწარმეო საქმიანობა. ეკამ და გიორგიმ გდაწყვიტეს, რომ მორიგი რესტორნის გახსნა ბანალური იქნებოდა. მოგზაურობისას მიღებული გამოცდილებებზე დაყრდნობით დაიბადა იდეა შექმნილიყო ტურისტზე მორგებული ახალი ვებ გვერდი.
თანამედროვე მსოფლიოში ინტერნეტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია დამოუკიდებელი ,,ზურგჩანთიანი ტურისტის“ მომრავლება. ამ ფაქტორის გათვალისწინებით Tripplanner.ge იდეალურად პასუხობს დღევანდელობის გამოწვევებს და მომავალშიც სიახლეების ათვისებისა და დანერგვის გზით აპირებს განვითარებას
საქართველოს ტერიტორიაზე ათასობით ხუროთმოძღვრული თუ ისტორიული ხასიათის კულტურული ძეგლია გაფანტული. მათი დიდი უმრავლესობა უნიკალურია და მსოფლიო საგანძურში შედის. საქართველო ძეგლების კლასიკურ ქვეყნად ითვლება, სადაც ძეგლი და მის გარშემო ლანდშაფტი ერთმანეთის გაუყოფელი ნაწილია.
განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის დამსახურებით საქართველო ულამაზესია თავისი ბუნების მრავალფეროვნებითაც: ალპური ზონები, ზღვა, უნიკალური მთები, ბუნებრივი ნაკრძალები, კანიონები, მღვიმეები და ტბები არასრული ჩამონათვალია, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ.
სრულად