TripPlanner - მიუზიკლი "Welcome to Georgia"
კონტაქტი
კონტაქტი

მიუზიკლი "Welcome to Georgia"


მიუზიკლი, მუსიკალური სპექტაკლი, რომანტიული კომედია ინგლისურ ენაზე საქართველოსა და ქართველების შესახებ. მაყურებელი იხილავს ნაციონალურ კოსტიუმებში შესრულებულ ქართულ ცეკვებსა და მოისმენს პოლიფონიურ და ქალაქურ სიმღერებს ცოცხალი შესრულებით. ასევე, გაიგებს საინტერესო ფაქტებს საქართველოზე და მიიღებს ინფორმაციას ჩვენი კულტურის, ისტორიის, ყოფის, ადათ-წესების, ღვინისა და ქართული სუფრის შესახებ. სპექტაკლში 19 მსახიობი შეასრულებს 20-მდე სასიმღერო და საცეკვაო ნომერს. დიალოგების უმეტესობა ინგლისურ ენაზეა, ქართული ტექსტის შემთხვევაში, მაყურებელი ინგლისურ ტიტრებს იხილავს.

მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი, აღმაშენებლის გამზირი, 182

დასაწყისი: 20:00 (კარი გაიღება 19:00 საათზე)

 

ჩვენ ვქმნით სამყაროს დასაკავშირებელ შესაძლებლობებს
სიახლეების გამოწერა
  • info@tripplanner.ge
  • + 995 591 712345