TripPlanner - რატომ ჩვენ?
კონტაქტი
კონტაქტი

რატომ ჩვენ?

საქართველოს ტერიტორიაზე ათასობით ხუროთმოძღვრული თუ ისტორიული ხასიათის კულტურული ძეგლია გაფანტული. მათი დიდი უმრავლესობა უნიკალურია და მსოფლიო საგანძურში შედის. საქართველო ძეგლების კლასიკურ ქვეყნად ითვლება, სადაც ძეგლი და მის გარშემო ლანდშაფტი ერთმანეთის გაუყოფელი ნაწილია.

განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის დამსახურებით საქართველო ულამაზესია თავისი ბუნების მრავალფეროვნებითაც: ალპური ზონები, ზღვა, უნიკალური მთები, ბუნებრივი ნაკრძალები, კანიონები, მღვიმეები და ტბები არასრული ჩამონათვალია, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ.  

თანამედროვე ტურისტული ზონები, სადაც შესაძლებელია დაკავდე ექსტრემალური სპორტის სხვადასხვა სახეობით, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოში მოგზაურობის იდეას.

Tripplanner.ge არის სივრცე მოგზაურობის მოყვარულთათვის მთელი მსოფლიოდან, სადაც შესაძლებელია აღმოაჩინო ვირტუალური საქართველო, რომელიც ნაქები ქართული სტუმართმოყვარეობით დაგხვდება და გაგიწევს მეგზურობას ნამდვილი საქართველოს აღმოსაჩენად.

ყველაზე ღირებული, რასაც ჩვენ გთავაზობთ - ეს არის ინდივიდუალური ტურის დაგეგმვის ინსტრუმენტი - შესაძლებლობა თითოეული მოგზაურისათვის, თავად გადაწყვიტოს რისი ნახვა სურს, რომელ მარშრუტს აირჩევს და სად დააგემოვნებს ქართულ კერძებს. მოგზაურობის ძრითადი ხიბლი ხომ სწორედ უსაზღვრო თავისუფლების განცდაშია.

როგორც ნათქვამია: ,,not all those who wonder are lost”

ჩვენ ვქმნით სამყაროს დასაკავშირებელ შესაძლებლობებს
სიახლეების გამოწერა
  • info@tripplanner.ge
  • + 995 591 712345