ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლია მდებარეობს აქართველოში, მდინარე არაგვზე, თბილისიდან 45 მილში(72 კმ–ში). ფორტიფიკაცია შედგება ორი ციხესიმაგრისგან, რომელიც ერთმანეთს კედლით უერთდება. ზედა ციხე დიდი სწორკუთხა კოშკი, რომელიც ცნობილია „შეუპოვარის“ სახელით, კარგადაა შემონახული, იგი უკანასკნელი სასიმაგრო ნაგებობაა არაგვისა შამშეთის წინააღმდეგ. ქვედა ციხე, მრგვალი კოშკით, თითქმის მთლიანად დანგრეულია.
კომპლექსის შიგნით, სხვა შენობებთან ერთად, არის ორი ეკლესიაც. შედარებით ძველი ეკლესია, ღვთაების ეკლესია, რომელსაც ემიჯნება მაღალ სწორკუთხა კოშკს, ინახავს არაგვის მთავრების რამდენიმე საფლავს. იგი თარიღდება XVII საუკუნის პირველი ნახევრიდან. ნაშენია აგურით. ინტერიერი დეკორირებული აღარ არის, მაგრამ სარკმლებტან აზიდული სალხინებელი მდივანბეგ ედიშერას იხსენიებს, რომელიც 1674 წელს გარდაიცვალა.
შედარბეით დიდი ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა, აშენდა 1689 წელს მდივანბეგ ბარძემის ვაჟისთვის. იგი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა, მდიდრულად მოხატული ფასადებით, მათ შორის კარგად მოჩუქურთმებული ჩრდილოეთ შესასვლელი და ვაზის ლერწმებით მოჩუქურთმებული ჯვარი სამხრეთ ფასადზე. მასზე ფრესკების დიდი რაოდენობაცაა, რომლებიც გაანადგურა ცეცხლმა XVIII ს–ში.