TripPlanner - მოგზაურობა სამეგრელოში: კანიონები, ჩანჩქერები და უძველესი ტროპიკული ტყეები
კონტაქტი
კონტაქტი

მოგზაურობა სამეგრელოში: კანიონები, ჩანჩქერები და უძველესი ტროპიკული ტყეები

12 აგვისტო, 2019

წინა ჯერზე ჩვენ ძირითადად ვსაუბრობდით სამეგრელოს ისტორიისა და კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ, მაგრამ ტურისტთა უმეტესობა სამეგრელოში სხვა მიზეზით ჩამოდის. რეგიონის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს მარტვილის კანიონი. კანიონი მდინარე აბაშას დამსახურებით წარმოიქმნა, რომელიც ათასწლეულების მანძილზე იკვალავდა გზას რბილ კირქვაში, შედეგად კი ასეთი ფერწერული ადგილი შექმნა.

კანიონი ორი - ზედა და ქვედა ნაწილებისაგან შედგება. ზედა ნაწილის სანახავად ხელში ნიჩბის აღება მოგიწევთ. მისი ნახვა მხოლოდ ნავით მოგზაურობის შედეგადაა შესაძლებელი. მაგრამ არ შეგეშინდეთ, აქ არ შეხვდებით არავითარ რაფტინგსა და ბობოქარ დინებებს. აბაშას მდინარე ძალიან მშვიდია. ამასთან ერთად, სანაოსნო ადგილები მთლიანად აღჭურვილი და სრულიად უსაფრთხოა. შესვლისას ბილეთის ფულის გადახდის შედეგად თქვენ მიიღებთ სპეციალურ ბარათს, რომლის საფუძველზეც შემდეგ ინსტრუქტორი გადმოგცემთ სამაშველო ჟილეტს. ტურისტთა გადამყვანი ნავები გასაბერია. ისინი იტევენ ექვსამდე ადამიანსა და ინსტრუქტორს. ზოგიერთი, რა თქმა უნდა, ჟილეტთან ერთად ნიჩაბსაც მიიღებს. მაგრამ ნიჩბის ხმარება აქ რთული სულაც არაა. უფრო მეტად სახალისოა.

თქვენს წინ გადაშლილი პეიზაჟები კი არაჩვეულებრივია - მწვანე ნარგავები, ლაჟვარდისფერი წყალი, თეთრი კირქვა, ბობოქარი, თუმცაღა არც ისე მაღალი ჩანჩქერები... ასეთი ადგილის წარმოდგენა მარტივია სადმე სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ან ამაზონის უღრან ტყეებში, თუმცა ეს სილამაზე საქართველოში მდებარეობს.

ზედა კანიონზე ნაოსნობის შემდეგ შეგიძლიათ გაემგზავროთ ქვედა კანიონის ჩანჩქერების სანახავად. აქ უკვე არც ნავი და არც სამაშველო ჟილეტი არ დაგჭირდებათ. ქვედა კანიონზე შეხვდებით ბილიკებისა და ხიდების ქსელს, რომლებზეც სეირნობისას შეგიძლიათ დაათვალიეროთ მრავალი ჩანჩქერი, და რაღა თქმა უნდა, გადაიღოთ შესანიშნავი ფოტოები.

მარტვილის კანიონი განსაკუთრებით ლამაზი არის ზაფხულში. ამ დროს აქაურობა არის ძალიან ლამაზი, გრილი და ხალხმრავალი. ამიტომ მზად უნდა იყოთ რიგში დგომისთვის. და გახსოვდეთ, რომ ორშაბათობით კანიონი არ მუშაობს და ყველაფერი დახურულია.

მარტვილის კანიონისგან არც თუ ისე მოშორებით ნახავთ იმავე სახელწოდების მონასტერს, უფრო მეტად ცნობილს, როგორც ჭყონდიდის მონასტერს. „ჭყონდიდი“ მეგრულიდან თარგმნაში ნიშნავს „დიდ მუხას“. როგორც ამბობენ, ეს ადგილი ქრისტიანობამდელ პერიოდშიც კი წმინდა ადგილს წარმოადგენდა. მონასტერი კი VII საუკუნეში დაფუძნდა და ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებდა შუა საუკუნეებში. მონასტერი იყო სასულიერო ცენტრი, საეპისკოპო რეზიდენცია, მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი, ადგილობრივ მეფეთა, მოგვიანებით კი თავად დადიანთა სამარხი. ასეთი დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, მონასტრის ზომები საკმაოდ მოკრძალებულია. თუმცა, აქ მოხვედრა ნამდვილად ღირს, მცირე ზომის ქალაქ მარტვილზე არაჩვეულებრივი ხედების გამო მაინც, რომელმაც სახელი მისცა როგორც კანიონს, ასევე ყველაფერს გარშემო.

სხვათა შორის, მონასტერში მოხვედრა შესაძლებელია ქალაქის ცენტრიდან საბაგირო გზით. საინტერესოა, რომ საბაგირო გზა ჯერ კიდევ საბჭოთა დროს აშენდა, მაგრამ შემდეგ დიდი ხნით იყო მიტოვებული. მხოლოდ 2017 წელს მოხდა საბაგირო გზის რესტავრაცია და საბაგირო გზის ამუშავება. საბაგირო კაბინები კი ძველი დატოვეს. მათ აქვთ „კლასიკური საბჭოთა“ დიზაინი. ჩვენს დროს ასეთები უკვე აღარ იქმნება, რაც საბაგირო გზით მგზავრობას თავისებურ კოლორიტს სძენს.

რა თქმა უნდა, სამეგრელოს ღირსშესანიშნაობები ამით არ ამოიწურება. აქ ასევე არის მრავალი საინტერესო ციხესიმაგრე და უძველესი მონასტერი. ზოგიერთ მათგანში მოხვედრა არც ისე მარტივია, მაგალითად, კარგად შემონახულ ციხესიმაგრე ჭაკვინჯიში მდინარე ჭანისწყალზე. თუმცა დამოუკიდებელი მოგზაურობისა და არაბანალური ღირსშესანიშნაობების მოყვარულთათვის, ეს ფაქტი უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენს ციხესიმაგრეს. ჩვენ აქამდე არ ვახსენეთ კოლხეთი ეროვნული პარკი, რომლის ტერიტორიაზეც შეგიძლიათ იხილოთ ტროპიკული ტყის ნაწილები. ტყე ჯერ კიდევ კაინოზოურ ერაშია ფორმირებული და მილიონობით წლის წინ მთელ ევროპას ფარავდა. ამიტომ დიდი ხნით ნუ იფიქრებთ და სასწრაფოდ შეუდექით გზას! სამეგრელო ყველაზე დიდი მოთხოვნილებების მქონე მოგზაურსაც კი გააკვირვებს.

ჩვენ ვქმნით სამყაროს დასაკავშირებელ შესაძლებლობებს
სიახლეების გამოწერა
  • info@tripplanner.ge
  • + 995 591 712345