TripPlanner - სამეგრელო (ნაწილი 1)
კონტაქტი
კონტაქტი

სამეგრელო (ნაწილი 1)

25 ივლისი, 2019

თუკი შავი ზღვის სანაპიროს გაჰყვებით, აჭარული და გურული კურორტების შემდეგ მოხვდებით ქალაქ ფოთში, რომელიც უკვე სხვა რეგიონს - სამეგრელოს ეკუთვნის. საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფის თანახმად, ამ მხარეს ეწოდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი და როგორც სახელწოდებიდან გამომდინარეობს, თავის თავში მოიცავს ორ კულტურულ ოლქს სამეგრელოს და ზემო სვანეთს. ისინი ერთმანეთთან მოსახერხებლობის თავლსაზრისით შეაერთეს, თუმცა კულტურულად და ისტორიულად მათ შორის ძალიან მცირე მსგავსებაა. ამიტომ სვანეთის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა კი გავემგზავროთ სამეგრელოში.

სამეგრელო არის ძალიან ძველი რეგიონი. ითვლება, რომ ანტიკურ დროში ეს მიწები კოლხეთის სამეფოს ეკუთვნოდა, ხოლო მოგვიანებით აქ იყო ბიზანტიური პროვინცია. ამ დროს დედაქალაქად ითვლებოდა ლეგენდარული ქალაქი არქეოპოლისი (ნოქალაქევი). დღეს მის ადგილას მდებარეობს საინტერესო არქეოლოგიური მუზეუმი, ასე რომ თუ ანტიკური და ბიზანტიური ნანგრევების ნახვა თქვენს გულს აჩქარებს, არ გამოტოვოთ მუზეუმის ნახვა. მუზეუმი პირდაპირ სენაკი-მარტვილის ტრასასთან მდებარეობს და მას შორიდანაც დაინახავთ. გვერდს ვერ აუვლით.

დავუბრუნდეთ სანაპიროს. ფოთი არქეოპოლისზე არანაკლებ  ძველი ქალაქია, მას უბრალოდ არ გაუმართლა. არც ანტიკური ქალაქი ფაზისისგან, არც შუასაუკუნეების თურქული ციხესიმაგრისგან, რომლებიც ოდესღაც აქ იყო, არაფერი აღარ დარჩა. თანამედროვე ფოთი არის მცირა საპორტო ქალაქი დიდი პოტენციალით საიმისოდ, რომ მომავალში გახდეს სრულფასოვანი კურორტი. მაგრამ ამაშიც კი მას ამჯერად არ გაუმართლა. ახალი კურორტის აქტიური მშენებლობა, რომელმაც სამომავლოდ ბათუმს უნდა გაუწიოს კონკურენცია, უფრო ჩრდილოეთით, პირდაპირ აფხაზეთის საზღვართან, ქალაქ ანაკლიაში დაიწყო. გეგმები მასშტაბურია. გარდა იმავე დასახელების კურორტისა, სადაც უკვე მუშაობს კომფორტული ქსელური სასტუმროები, ასევე მიმდინარეობს ღრმაწყლოვანი პორტისა და ახალი თანამედროვე ქალაქის მშენებლობა, რომელიც უნდა იყოს ისეთი მეგაპოლისების დონის, როგორებიცაა დუბაი, შანხაი ან ნიუ-იორკი. მშენებლისა და ინვესტორების ჩანაფიქრის მიხედვით, ანაკლია უნდა გახდეს „ახალი აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილი და უფრო მჭიდროდ უნდა დააკავშიროს ერთმანეთთან აზია და ევროპა.

 

სანაპიროს დატოვებისას, გავემგზავროთ სამეგრელოს შუაგულში, რეგიონის დედაქალაქში - ქალაქ ზუგდიდში. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა არის ადგილობრივი დინასტიის დადიანების სასახლე და მისი მიმდებარე პარკი, რომელიც ჩვენს დროში „ბოტანიკური ბაღის“ სახელს ატარებს. შუასაუკუნეებში სამეგრელოს გააჩნდა დამოუკიდებლობა და საკუთარი სამეფო დინასტია, რომელმაც XIX რუსეთს ერთგულების ნიშნად მუხლი მოუყარა. სწორედ ამ დროს ემთხვევა ზუგდიდში ეკლექტიკურ სტილში სასახლის აშენება. მისი არქიტექტურა, მართლაც რომ, შესანიშნავია: სასახლე თან გოთიკურ კოშკს წააგავს და თანაც მავრიტანულ ციხესიმაგრეს. მაგრამ იგი არა მხოლოდ უნიკალური არქიტექტურით არის საინტერესო, არამედ ასევე იმ სიძველეებით, რომელთაც სასახლეში უხვად ნახავთ.  აქ ინახება ისეთი არტეფაქტები, რომლისაც მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს შეშურდებათ. მათგან ყველაზე საინტერესოები - კონსტანტინოპოლის სიძველეები და ფრანგი იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტეს პირადი ნივთები. კონსტანტინეპოლის განძი ზუგდიდში იმ სასულიერო პირებთან ერთად მოხვდა, რომლებიც ბიზანტიის დედაქალაქიდან ქრისტიანულ სამეგრელოში გამოიხიზნენკონსტანტინეპოლის თურქების მიერ დაპყრობის შემდეგ. მათ შორის მთავარ ექსპონატად ითვლება, ეგრედ წოდებული, ქალწული მარიამის სუდარა.  იგი დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე გამოიდგმება ხოლმე სასახლის დარბაზებში. მეორე კოლექციის მარგალიტია - მსოფლიოში არსებული სამიდან ერთ-ერთი - ნაპოლეონის გარდაცვალების ბრინჯაოს ნიღაბი. საქმე იმაშია, რომ დადიანები ნაპოლეონის შთამომავლებთან შორეულ ნათესაობაში იმყოფებოდნენ. სწორედ მათ ჩამოიტანეს ზუგდიდში ეს უნიკალური ნივთები. სხვათა შორის, სასახლეში მუზეუმი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მფლობელების ინიციატივით აიგო.  ალბათ, სწორედ ამ ფაქტმა დაიცვა სასახლე დაყაჩაღებებისგან.

ზუგდიდიდან გზას მივყავართ ბუნების ულამაზეს ძეგლთან - მარტვილის კანიონთან, რომელიც საქართველოში მოგზაურობის თითქმის ყველა must see სიაში შედის. მაგრამ როგორც მის, ასევე ჭყონდიდის მონასტერის და სამეგრელოს სხვა საინტერესო ადგილების შესახებ შემდეგ ჯერზე მოგიყვებით.

ჩვენ ვქმნით სამყაროს დასაკავშირებელ შესაძლებლობებს
სიახლეების გამოწერა
  • info@tripplanner.ge
  • + 995 591 712345