TripPlanner - მეღვინეობა (ნაწილი 2)
კონტაქტი
კონტაქტი

მეღვინეობა (ნაწილი 2)

15 ივლისი, 2019

დიდი ხანია რაც ღვინის დეგუსტაცია საქართველოში მოგზაურობის განუყრელ ნაწილად იქცა. რა მიმართულებაც და დასვენების რა სახეობაც არ უნდა აირჩიოთ, თქვენ აუცილებლად შემოგთავაზებენ შესანიშნავი ქართული ღვინის დაგემოვნებას.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ  სინამდვილეში საქართველოში ყველგან არ მოჰყავთ ვაზი. საამისოდ მხოლოდ ზოგიერთი რეგიონი გამოდგება, მშრალი სტატისტიკა კი ამტკიცებს, რომ ქართული ვენახების 60% კახეთის რეგიონში იზრდება. ცნობილი ალაზნის ველი, რომელსაც ქარებისგან დიდი კავკასიონის ქედი იცავს და რომელზეც მდინარეები ჩამოედინება, უძველესი დროიდან ვაზის მოყვანის იდეალურ ადგილად ითვლება. აქ იზრდება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯიში  - „საფერავი“. ამ ყურძნის წვენი არ არის გამჭვირვალე და გააჩნია კარგად გაჯერებული წითელი ფერი. მისგან მზადდება მშრალი ღვინოები „მუკუზანი“, „საფერავი“ და „ნაფარეული“, ნახევრად მშრალი „ალავერდი“ , „ფიროსმანი“ და ნახევრად ტკვბილი „ქინძმარაული“ და „ახაშენი“. სხვათა შორის, კახეთში, საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, არ არის მიღებული ვაზის ჯიშების შერევა. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ცნობილი თეთრი ღვინო წინანდალი, რომელიც თეთრი ღვინის დასამზადებლად განკუთვნილი ორი ყველაზე პუპულარული ჯიშისგან მზადდება -რქაწითელისა და მუკუზანისგან. მსგავსი წესით ამზადებენ ბოთლის ღვინო“გურჯაანს“.

ჯამში, საქართველოში დაახლოებით 500 ჯიშის ვაზი იზრდება. დასავლეთ საქართველოში, ისეთ რეგიონებში როგორებიცაა იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სამეგრელო ვაზის სხვა ჯიშებს ენიჭება უპირატესობა - ალექსანდროულს, ცოლიკოურს და სხვ. ცნობილი ღვინის ხვანჭკარის დასახელება რაჭა-ლეჩხუმში მდებარე იმავე სახელწოდების სოფლიდან მომდინარეობს, ხოლო არანაკლებ ცნობილი ღვინის, ოჯალეშის სამშობლოდ სამეგრელო ითვლება. ერთი სიტყვით, რა თქმა უნდა, კახეთი ქართული მეღვინეობის ლიდერია, მაგრამ კახეთი არ არის ერთადერთი რეგიონი საქართველოში, რომელიც მეღვინეობით არის ცნობილი.

და რაღა თქმა უნდა, საქართველოში ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული ყურძნის მოსავლის აღებასთან არის დაკავშირებული. დღესასწაულს „რთველი“ ჰქვია და როგორც წესი, სექტემბრის ბოლოს ტარდება ხოლმე. ამ დროს საქართველოში დიდი რაოდენობით სტუმრები და ტურისტები ჩამოდიან, იმიტომ რომ ასეთი სანახაობის გამოტოვება არ შეიძლება. ამ დღეებში მრავალი ღვინის ქარხანა და მეღვინეობა სპეციალურად გამოდგამენ ხოლმე ტრადიციულ საწურს, „საწნახელს“, რომელიც ხის მთელი ტანისაგან მზადდება. ამ დროს თითოეულ დამსწრეს შეუძლია თავი მეღვინედ იგრძნოს და მონაწილეობა მიიღოს უძველესი წესით - ფეხებით - ყურძნის დაწურვაში . ამ ყველაფერს თან ახლავს მხრიარული მუსიკა და ტრადიციული ცეკვები.

მაგრამ არ იფიქროთ, რომ საქართველოში მეღვინეობით მხოლოდ ღვინის ქარხნები და მეღვინეები არიან დაკავებულნი. აქ თითოეული ოჯახი ინახავს ღვინის უნიკალურ რეცეპტს და სიამოვნებით პატიჟებს სტუმრებს ამაში დასარწმუნებლად. თამამად გასინჯეთ, ასეთი ღვინოები ხომ ნამდვილად უნიკალურია!

ჩვენ ვქმნით სამყაროს დასაკავშირებელ შესაძლებლობებს
სიახლეების გამოწერა
  • info@tripplanner.ge
  • + 995 591 712345